რივიერა შეკვეთილი
არის “ელ&ერ კომპანი”-ს მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტი.
“ელ&ერ კომპანი” ჩეხურ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც 2014 წლიდან მოღვაწეობს და მას შემდეგ მრავალმილიონიანი ევროპული ინვესტიცია მოიზიდა საქართველოში.
კომპანიამ განახორციელა რამოდენიმე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა კურორტ შეკვეთილში. “ელ&ერ კომპანი”-ს მიზანია საქართველოს აღნიშნული რეგიონის განვითარება.
რეგიონის განვითარების პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გრანდიოზული გოლფ რეზორტის მშენებლობა ქობულეთში.