რივიერა შეკვეთილი

რივიერა შეკვეთილი

“რივიერა შეკვეთილი” მდებარეობს საქართველოს  ულამაზეს  რეგიონში, გურიაში, კერძოდ, შეკვეთილში, სანაპიროს პირველ ზოლში, ზღვიდან 30 მეტრში და  წარმოადგენს 4 სასტუმროს ტიპის დასრულებულ  და ერთ მიმდინარე კომპლექსს .


“რივიერა შეკვეთილი” თავის მომხმარებელს სთავაზობს:  შეიძინოს ბინები, უმაღლესი ხარისხის ავეჯითა და  რემონტით აღჭურვილ აპარტამენტებში და ასევე მიიღოს უმაღლესი ხარისხის სასტუმრო მომსახურება.
კომპანიის მთავარი მიზანია სასატუმროს დამსვენებლებისა და ნომრების მფლობელებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა და მათი ინტერესების დაცვა.
აპარტამენტების მფლობელებს “ რივიერა შეკვეთილი” სურვილისამებრ შესაძლებლობას აძლევს, მათი აპარტამენტების  სასტუმროს მენეჯმენტისათვის მართვაში გადაცემას.


ჩვენთვის ხარისხი მნიშვნელოვანია


“რივიერა შეკვეთილი”-ს კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობდა საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებითა და ჩეხეთიდან მოწვეული ექსპერტების მეთვალყურეობის ქვეშ, რაც ხაზს უსვამს კომპლექსის დაცულობასა და ხარისხს.
მშენებლობაში გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის, გერმანული, იტალიური, ესპანური და ჩეხური მასალა.


ლოკაცია, ინფრასტრუქტურა, გარემო.


საცხოვრებელი კომპლექსი გათვლილია როგორც ოჯახური დასვენებითვის, ასევე მშვიდ გარემოში განმარტოვებით განტვირთვისა ან/და მეგობრებთან ერთად დროის სასიამოვნოდ გასატარებლად.
კომპლექსის ინფრასტრუქტური დაპროექტირებისას  გათვალისწინებული იყო სხვადასხვა  სამიზნე ჯგუფის ინტერესების  დაცვა.
კომპლექსში შედის: აუზი, კაფე-რესტორანი და  საბავშო მოედანი.
სასტუმრო კომპლექსის  ყველა ბინიდან ხედები იშლება ზღვაზე, ბახმაროს ულამაზეს მთებზე ან/და ბათუმზე.


“რივიერა შეკვეთილი”-ს მიზანია გურიის  რეგიონში ჯანსაღი დასვენებისთვის  საცხოვრებელი კომპლექსი შეთავაზება,  რომელსაც სეზონი არ გააჩნია.
ტერიტორია  გარშემორტყმულია  ულამაზესი  წიწვოვანი ტყით, რაც მოგცემთ საშუალებას სასიამოვნოდ დაისვენოთ და დატკბეთ ახალი შეგრძნებებით, რაშიც ხელს შეგიწყობთ:


·  ეკოლოგიურად სუფთა გარემო
·  მაგნიტური სამკურნალო ქვიშა
·  იოდით გაჯერებული ჰაერი
·  წიწვოვანი დამტვერვა (გაზაფხულზე).